მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ბანერი „დასაჯეთ მოძალადეები“ გადმოფინეს

მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ბანერი „დასაჯეთ მოძალადეები“ გადმოფინეს.

ჟურნალისტებმა ამით 5 ივლისს თბილისში განვითარებული ფაქტები დაგმეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს მათზე მოძალადე პირების დასჯა.

მათი თქმით, უნდა დაისაჯონ ასევე ორგანიზატორებიც.

მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ასევე მათი გარდაცვლილი კოლეგის, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ფოტოები მიიტანეს.

banner
წინა სტატიაშიაიისამ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა: პროტესტის გამოხატვის უფლება გაქვთ და ყოველთვის გექნებათ, მოძალადეები აუცილებლად დაისჯებიან