მედიის წარმომადგენლები “რუსთავი 2”-თან აქციას მართავენ და მზია ამაღლობელის ადვოკატისთვის, მაია მწარიაშვილისთვის გადაცემა “ღამის კურიერის” პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვენ

მედიის წარმომადგენლები “რუსთავი 2”-თან აქციას მართავენ და მზია ამაღლობელის ადვოკატისთვის, მაია მწარიაშვილისთვის გადაცემა “ღამის კურიერის” პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვენ.

“მზია ამაღლობელის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცეს, გადაცემა “ღამის კურიერში” უპასუხოს “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლითაც მან მზია ამაღლობელის მიმართ განზრახ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა და მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.

ამ მოთხოვნით მზია ამაღლობელის კოლეგებმა “რუსთავი 2″-ს წერილობით ჯერ კიდევ 6 მაისს მივმართეთ, მაგრამ პროფესიული და საკანონმდებლო ვალდებულებების მიუხედავად, არხის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.” – აცხადებენ

გადაცემა ღამის კურიერის წამყვანის, ნინო შუბლაძის თქმით, რუსთავი 2-სთვის არასდროს პრობლემას არ წარმოადგენს ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესების გაშუქება, თუმცა ჟურნალისტების მოთხოვნა, რომ გადაცემაში მიიწვიონ დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი მაია მწარიაშვილი “ემსგავსება სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობას”.

banner
წინა სტატიაშირადიო “თბილისის” ანგარიშები დააყადაღეს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: ყველა უნდა გავერთიანდეთ