“მედიის თავისუფლებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩვენ, ევროკავშირში ერთი და იგივე შეფასება გვაქვს”

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს, რომ ქვეყანაში მედიაგარემო რაც შეიძლება მეტად თავისუფალი და პლურალისტული იყოს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, „რუსთავი 2“-ის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი მედიაპლურალიზმს და მედიის თავისუფლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

“როგორც მე მესმის, პრემიერ-მინისტრსაც იგივე შეფასება აქვს, რაც ჩვენ. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს, რომ ქვეყანაში მედიაგარემო რაც შეიძლება მეტად თავისუფალი და პლურალისტული იყოს. ჩვენ განვიხილეთ პრემიერ-მინისტრთან, მინისტრებთან ერთად ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფის საჭიროება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ შექმნილია ახალი პოლიტიკური გარემო, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მისცა. პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ დამარწმუნეს, რომ მათ მტკიცედ აქვთ განზრახული სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის ჩართვა რეფორმების დღის წესრიგში, პარლამენტში და მის ფარგლებს გარეთ”, – განაცხადა მოგერინიმ.

banner
წინა სტატიაშიხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები
შემდეგი სტატიასაქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო რუსეთს მოუწოდებს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები