მედიის თავისუფლება და ჟურნალისტთა საქმიანობა – ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს

ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა საქმიანობის შესახებ რეზოლუცია მიიღეს. უკრაინელი დეპუტატის ვლადიმერ არიევის მიერ მომზადებუ დოკუმენტს 121 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
რეზოლიციაში საქართველოს 2 პარაგრაფი ეთმობა ერთი მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ეხება. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საქართველოში კანონმდებლობა საუკეთესო გარემოს ქმნის პლურალისტური და არადისკრიმინაციული მაუწყებლობისთვის. ამას ემატება ხელისუფლების მიმართ მოწოდება, რომ განაგრძოს პლურალისტური მედიაგარემოს ხელშეწყობა. რაც ეხება მეორე პარაგრაფს, ის მედიის მესაკუთრეების გამჭვირვალობის საკითხს, კერძოდ კი რუსეთავი 2-თან დაკავშირებულ პროცესებს ეხება. მეორე პარაგრაფი ესტონელი დეპუტატის ერიკ კროსის მოთხოვნის საფუძველზე ჩაემატა, და ის შემდეგი შინაარსისა იყო: ,,საქართველოს ყველაზე პოპულარული პროევროპული ტელევიზიის მფლობელების შეცვლის მცდელობასთან დაკავშირებით არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საერთაშორისო პარტნიორებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ.”

შესწორებას არ ეთანხმებოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, რომ მიმდინარე მედია დავები არ უქმნის ქვეყანაში საფრთხეს მედია თავისუფლებას.

„რეზოლუციის ის ნაწილი , რომელიშიც საქართველოს მედიაპლურალიზმია განხილული რეალობას არ ასახავს. საქართველოში ამ მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, შედეგათ 2015 წლიდან ჩვენ მივიღეთ 49 აქტიურად მომუშავე მედიაორგანიზაცია, ეს პროგრესი აღიარებული იქნა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. რაც შეეხება მედია კომპანიების მფლობელების ცვლილებების საკითხს, უნდა აღინიშნოს რომ ეს არის კერძო დავები, რომელიც წლების წინ დაიწყო და ახლა ჯერი სასამართლოზეა.“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

იგივე აზრს იზიარებდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძეც, მისი თქმით რეზოლუციაში შეტანილი ეს პარაგრაფი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს ეწინააღმდეგება, რომლებშიც საუბარია ქართულ მედიაში არსებულ ფართო სპექტრზე და მრავალფეროვან გარემოზე:

„ფაქტია, რომ მედიაკომპანიების მფლობელებთან დაკავშირებით 2014 წლიდან საქართველოში ცვლილებები არ განხორციელებულა, რასაც შეიძლება ემოქმედა მედიაპრულარიზმსა და ჟურნალისტების საქმიანობაზე. ამავე დროს ანგარიში ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს, რომლებშიც საუბარია ქართულ მედიაში არსებულ ფართო სპექტრზე და მრავალფეროვან გარემოზე“- განაცხადა გოგუაძემ.

რეზოლუციაში ამ პარაგრაფის შეტანის მომხრე იყო საპარლამენტო ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის თქმით ის რომ ბიძინა ივანიშვილი ცდიოლობს შეცვალოს ყველაზე პოპულარული და პროევროპული არხის მფლობელები, ეს უდაო მოცემულობაა და ამაზე შეშფოთება საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ გამოთქვა, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირმა:

„ბევრმა, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირმა გამოთქვეს შეშფოთება ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირებისა და ბიძინა ივანიშვილის მცდელობის გამო. საქართველოში შეეცვალათ ყველაზე პოპულარული და პროევროპული არხის მფლობელები. ამ პარაგრაფის წაშლა ეწინააღმდეგება უდაო მოცემულობებს.“- გაანცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაში“ენმ”-ს წევრებმა ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე “გაზპრომზე” და გიორგი ცერცვაძის საქმეზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიაშეპირება მივიღეთ, რომ სააპელაციო სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლებენ-მამუკა მამულაშვილი იური ლუცენკოსთან საუბრის დეტალებს იხსენებს