„მედიის ინსტიტუტი“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, ჟურნალისტისა და ოპერატორის სავარაუდო ცემის ფაქტი დროულად შეისწავლონ

“მედიის ინსტიტუტი” და “ადამიანის უფლებათა ცენტრი” „კურიერის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საგამოძიებო ორგანოებს, მოუწოდებს დროულად შეისწავლონ ძალადობის სავარაუდო ფაქტი.

„რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისინი თავს დაესხნენ „კურიერის“ ჟურნალისტ ეკა გაგუასა და ოპერატორ ლევან კალანდიას. „კურიერი“ რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა. „რუსთავი 2″-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეომასალის გადაღებისას კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს. რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო და განაცხადა, რომ ჟურნალისტები ტერიტორიაზე უნებართვოდ შეიჭრნენ და პროვოკაციული გზით ცდილობდნენ ინფორმაციის მიღებას.

“მედიის ინსტიტუტი” და “ადამიანის უფლებათა ცენტრი” გმობენ ტელევიზიის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას. ორგანიზაციები მოუწოდებენ საგამოძიებო ორგანოებს, დროულად შეისწავლონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის სავარაუდო ფაქტი“, – აღნიშნულია” მედიის ინსტიტუტისა” და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ერთობლივ განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიკულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სიღნაღის გალავანზე-დღესვე განისაზღვრება ძეგლის შესაძლო დაზიანების ხარისხი
შემდეგი სტატიაომეგა ჯგუფის დავალიანება – კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით სახელმწიფო უწყებებს 11- ჯერ მიმართეს