მედიის ინფორმაციით, ვიქტორ ორბანი ხვალ მოსკოვში ჩავა

კიევში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ხვალ ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია ჟურნალისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, მასთან ერთად რუსეთის დედაქალაქში ჩავა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორბანი 5 და 6 ივლისს აზერბაიჯანში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ბოლოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პუტინს გასული წლის ოქტომბერში ჩინეთში შეხვდა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი – დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატია, ის ამბობს, რომ მზად არის და სურს, უკრაინაში ომი შეჩერდეს, ჩვენ ამას სერიოზულად აღვიქვამთ
შემდეგი სტატიამარინ ლე პენი: არცერთი ფრანგი ჯარისკაცი არ გაიგზავნება საფრანგეთიდან ფრონტის ხაზზე