მედიის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსულ სამხედრო ბაზაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული სამხედრო აეროდრომის, „საკის“ წინააღმდეგ უკრაინელებმა უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს, რომლებმაც გადატვირთეს რუსული საჰაერო თავდაცვა, შემდეგ კი „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები გაუშვეს.

უკრაინელების შეტევის დროს სამხედრო აეროდრომზე 12 ერთეული „სუ-24“-ისა და „სუ-30“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები, ასევე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პანცირი“ იყო განთავსებული; ასევე, საწვრთნელი ბაზა იყო „მოჯაჰერის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებისთვის.

ვრცელდება ინფორმაცია 30 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ყირიმში აფეთქებები ყოველდღე უფრო და უფრო ხშირად მოხდება და ოკუპანტები ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე თავს დაცულად ვერ გრძნობენ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმაც მყარი დასტური მისცა სუს-ის განცხადებას, რომელშიც რევოლუციური სცენარი იყო აღწერილი, ოპოზიციის ოცნებაა ხელისუფლების ამ გზით გადაბარება – მდინარაძე
შემდეგი სტატიაპროექტის ,,აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისათვის კულტურულ-შემეცნებითი საერთაშორისო ბანაკი“ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ