მედიის ინფორმაციით, უკრაინამ, რუსეთმა და თურქეთმა მარცვლეულით დატვირთული უკრაინული გემების ოდესიდან გასვლის წინასწარი სქემა შეათანხმეს

უკრაინამ, რუსეთმა და თურქეთმა მარცვლეულით დატვირთული უკრაინული გემების ოდესიდან გასვლის წინასწარი სქემა შეათანხმეს. ამის შესახებ „Известия“ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის ტერიტორიული წყლების განაღმვაზე თურქი სამხედროები იმუშავებენ, ისინი ასევე გააცილებენ გემებს ნეიტრალურ წყლებამდე, ნეიტრალურ წყლებში უკრაინულ გემებს რუსული გემები დახვდება და მათ ბოსფორამდე მიაცილებენ, რათა თავიდან აიცილონ ინციდენტები და პროვოკაციები.

ჯერჯერობით სქემა მხოლოდ ოდესისთვის არის შეთანხმებული.

თურქეთის პარლამენტში განმარტეს, რომ ანკარა ამ ოპერაციაში მონაწილეობს იქიდან გამომდინარე, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მსოფლიო სასურსათო პრობლემის დარეგულირება.

არსებული ცნობით, უკრაინა დათანხმდა თურქული გემების მის ტერიტორიულ წყლებში შესვლას აკვატორიის შეთანხმებული ნაწილის განაღმვის მიზნით, რათა მარცვლეულისთვის დერეფანი შეიქმნას.

წყაროს ცნობით, „საგზაო რუკა“ უკვე 8-9 ივნისისთვის დამტკიცდება, მოლაპარაკებებში მონაწილეობას გაეროს წარმომადგენლებიც მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიომის დაწყებიდან უკრაინაში მედიის 32 წარმომადგენელი დაიღუპა – კორნიენკო
შემდეგი სტატია“რესპუბლიკური პარტიის” წევრებზე თავდასხმის გამო პოლიციამ 2 პირი დააკავა