20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში, ქალაქ ჩეხოვში დრონებით თავდასხმა ქარხანა „ჰიდროსტალკონსტრუქციაზე“ განხორციელდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში, ქალაქ ჩეხოვში დრონებით თავდასხმა ქარხანა „ჰიდროსტალკონსტრუქციაზე“ განხორციელდა, რომელიც ჰიდრომექანიკურ მოწყობილობებს, ლითონის კონსტრუქციებსა და ენერგეტიკული ობიექტებისთვის პროდუქციას აწარმოებს.

ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

ასევე, „ტელეგრამ“ არხების ცნობით, დრონებით იერიშის შედეგად ხანძარი გაუჩნდა კოლედინოში მდებარე ლოგისტიკური კომპანია 3PL-ის საწყობს.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ მოსკოვთან ახლოს 81 დრონი ჩამოაგდო.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეხვდება
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო: შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო