მედიის ინფორმაციით, ლონდონში პალესტინის მხარდასაჭერ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა

ლონდონში პალესტინის მხარდასაჭერ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

დემონსტრანტები ბრიტანეთის მთავრობას სთხოვენ, მოუწოდონ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

დემონსტრაციას მსვლელობის სახე ჰქონდა და საბოლოოდ პარლამენტის შენობის წინ დასრულდა.

აქციამდე ლონდონის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 2000 ოფიცერი იქნებოდა მობილიზებული. ისრაელის საელჩოს გარშემო დაწესდა სპეციალური შეზღუდვებიც. მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლერლიმ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, სიფრთხილით მოეკიდონ დეზინფორმაციას და მანიპულირებას.

მედიის ინფორმაციით, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი.

banner
წინა სტატიაშიისრაელის დამატებითი სახმელეთო ძალები შევიდნენ ღაზაში, რათა დაეშალათ „ჰამასი“ და მძევლები სახლში დაებრუნებინათ
შემდეგი სტატიაერდოღანი – ღაზის სექტორში ხოცვა-ჟლეტაზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება, ისრაელი პაიკია, რომელიც, შესაძლოა, გაწირონ კიდეც