მედიის ინფორმაციით, ყირიმის ნახევარკუნძულზე, სამხედრო ბაზაზე ხანძრის გამო 2 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება

ყირიმის ნახევარკუნძულზე, კიროვსკის რაიონში ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება. ასევე საჭირო გახდა მიმდებარე გზატკეცილის დაკეტვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ყირიმის ნახევარკუნძულზე, კიროვსკის რაიონში, სამხედრო ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. იგეგმება ოთხი დასახლების მაცხოვრებლების დროებით ევაკუაცია. საუბარია 2 000-ზე მეტ ადამიანზე“, – განაცხადა რუსეთის მიერ დანიშნულმა ყირიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსენოვმა „ტელეგრამზე“.

ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუსახელებიათ. როგორც რუსული „ტელეგრამის“ არხები იუწყებიან, უკრაინის საჰაერო თავდასხმის შემდეგ ბაზაზე საბრძოლო მასალის საცავი იწვის.

banner
წინა სტატიაში“Москвич” ელექტრომობილებს გამოუშვებს, ამაში კი მას “Камаз” დაეხმარება
შემდეგი სტატიასარაჯიშვილის გამზირზე არსებული გამყოფი ზოლის, კუნძულების, სარაჯიშვილისა და ლიბანის სკვერების რეაბილიტაცია დასრულდა