მედიის ინფორმაციით, ირანი ისრაელს შესაძლო „პრევენციული ზომების“ შესახებ აფრთხილებს

მედიის ინფორმაციით, ირანი ისრაელს შესაძლო „პრევენციული ზომების“ შესახებ აფრთხილებს.

„წინააღმდეგობის ღერძის მხრიდან პრევენციული ზომების შესაძლებლობა მოსალოდნელია უახლოეს საათებში“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.

მანამდე, ამირ-აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ „წინააღმდეგობის ლიდერები“ არ დაუშვებენ, რომ ისრაელმა ღაზაში აკეთოს, რაც სურს.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, თეირანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას სხვა ფრონტებიდან რეაგირება მოჰყვება. აღსანიშნავია, რომ შაბათს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისლამისტური მოძრაობა „ჰეზბოლას“ ლიდერს ჰასან ნასრალას შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიპალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტრო – ისრაელმა რაფაჰსა და ხან იუნისზე საჰაერო იერიში მიიტანა
შემდეგი სტატიასარჯველაძე პრეზიდენტზე – ახლა მუქარას ჯობდა, ცოტა წინდახედულობა გამოეჩინა, როცა „გაბედულ გადაწყვეტილებას” იღებდა, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში დამდგარიყო