მედიის ინფორმაციით, ჰეზბოლამ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა

ჰეზბოლამ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამიზნეს გოლანის მაღლობზე არსებული ისრაელის სამხედრო პოზიციები წარმოადგენდა.

საპასუხო ცეცხლი გახსნა ისრაელის თავდაცვის ძალებმაც. აღსანიშნავია, რომ ჰეზბოლა ირანის მიერ მხარდაჭერილი მოძრაობაა, რომელიც ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს აკონტროლებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მათ საჯაროდ აიღეს.

banner
წინა სტატიაშითრონდ ჰელელანდი – ნორვეგია ძალიან ახლოდან აკვირდება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, იმედი გვაქვს, ერთ დღეს თქვენი ბრძოლა წარმატებით დასრულდება
შემდეგი სტატიამორტონი – პატივისცემას იმსახურებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ნატო-ს გაფართოება, მით უმეტეს არსებული გამოწვევების ფონზე