15.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

მედიის ინფორმაციით, ირანზე აშშ-ის მოსალოდნელი დარტყმის ალბათობის ზრდის გამო, აიათოლა ალი ხამენეი გამაგრებულ ბუნკერში გადაიყვანეს

ირანზე აშშ-ის მოსალოდნელი დარტყმის ალბათობის ზრდის გამო, აიათოლა ალი ხამენეი გამაგრებულ ბუნკერში გადაიყვანეს,– ინფორმაციას Jerusalem Post ავრცელებს და წერს, რომ ხამენეის მოვალეობის შესრულებას მისი მესამე ვაჟი განაგრძობს.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხამენეი თავშესაფარში იყო გადაყვანილი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის საზღვაო ფლოტის ატომური ავიამზიდი – USS Abraham Lincoln და მისი დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა. ისრაელის მე-13 არხის ცნობით, ავიამზიდი ARLEIGH BURKE-ს კლასის საესკადრო ნაღმოსნებთან ერთად არაბეთის ზღვაში პოზიციებზე განლაგდა
მანამდე, 23 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკული “არმადა” ირანს უახლოვდებოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ მისი გამოყენება არ მოუწევდა, რადგან მისი თქმით, თეირანი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, არ განაახლონ მომიტინგეების მკვლელობა, ან ბირთვული პროგრამა.

banner
წინა სტატიაშიყაველაშვილი: რუსთაველის თეატრში კულტურის მინისტრთან, ქალბატონ თიკა რუხაძესთან ერთად, დავესწარი სპექტაკლს ,,მიჯაჭვული პრომეთე”
შემდეგი სტატია7-თვიანი პატიმრობის შემდეგ პოლიტიკოსი გივი თარგამაძე გაათავისუფლეს