მედიის ცნობით, უნგრეთმა ყარაბაღის შესახებ ევროკავშირის ანტიაზერბაიჯანული განცხადება დაბლოკა

უნგრეთმა ყარაბაღის შესახებ ევროკავშირის ანტიაზერბაიჯანული განცხადება დაბლოკა, – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ანტიაზერბაიჯანული მიკერძოებული განცხადება ყარაბაღში აზერბაიჯანის ანტიტერორისტულ ზომებთან დაკავშირებით, თავდაპირველად ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ერთობლივი განცხადება უნდა ყოფილიყო, თუმცა უნგრეთმა მას ვეტო დაადო.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა 19 სექტემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირი გმობს სამხედრო ესკალაციას კონტაქტის ხაზის გასწვრივ და ყარაბაღის სხვა ადგილებში. როგორც ბორელმა აღნიშნა, აუცილებელია ბაქოსა და ყარაბაღის სომხებს შორის დიალოგის დაბრუნება.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ში ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობდნენ
შემდეგი სტატიაფაშინიანი – მთიანი ყარაბაღიდან ჩვენი თანამემამულეების სომხეთში გადაყვანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მთიან ყარაბაღში მათი დარჩენა შეუძლებელია