მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამის განმავლობაში 11 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოახერხეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გასული ღამის განმავლობაში 15 უპილოტო საფრენი აპარატიდან 11-ის ჩამოგდება მოახერხეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაშია ნათქვამი.

„ღამით რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ უკრაინას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ირანული წარმოების შაჰედებით, ჩვენმა თავდაცვის ძალებმა 15-დან 11-ის ჩამოგდება მოახერხეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო სარაკეტო დანაყოფები, გამანადგურებელი თვითმფრინავები, საჰაერო ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა ბახმუტიდან ოკუპანტთა განდევნის გეგმა შეიმუშავეს
შემდეგი სტატიაკულება – ყველაზე ძლიერი გარანტია, რომ ევროპაში ომი აღარ იქნება, არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, ნატო-ს წევრობას ვერაფერი ჩაანაცვლებს