მედიის ცნობით, კამალა ჰარისმა დემოკრატი დელეგატების საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა პარტიის კანდიდატად ასარჩევად

ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატების საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა, რათა გახდეს პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.

„სიბიეს ნიუსის“ ინფორმაციით, ჰარისს 1 976 დელეგატის მხარდაჭერა აქვს, რაც პირველი რაუნდის კენჭისყრისთვის საკმარისია.

როგორც კამალა ჰარისმა განაცხადა, ამაყია ასეთი ფართო მხარდაჭერის გამო.

დელეგატები არიან ადამიანები, რომლებიც არჩეულნი არიან თავიანთი საარჩევნო უბნის წარმომადგენლად დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კონვენციაზე. პირველი რაუნდის კენჭისყრა, სავარაუდოდ, 1-7 აგვისტოს გაიმართება.

კამალა ჰარისი კამპანიის პირველ დღეს ვილმინგტონში ჩავიდა, სადაც კამპანიის თანამშრომლებს შეხვდა და განაცხადა, რომ წინ მძიმე და დატვირთული 105 დღეა.

banner
წინა სტატიაშიმილერი – მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი
შემდეგი სტატიაკორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში დაბრუნდება