ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 31 ქვეყნის 100-ზე მეტი უცხოეული დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ყველაზე მეტი მსხვერპლი აშშ-ის მოქალაქეებს შორისაა, დაღუპულია სულ მცირე 27 ამერიკელი.
მაღალია მსხვერპლი ტაილანდის მოქალაქეებს შორისაც, დაღუპულია 24 ტაილანდელი. თავდასხმას საფრანგეთის 15 მოქალაქე ემსხვერპლა. ნეპალი – 10, არგენტინა – შვიდი, უკრაინა – შვიდი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო და ჩილე – ოთხ-ოთხი, ავსტრია, ბელარუსი, კანადა, ჩინეთი, ფილიპინები, ბრაილია – სამ-სამი, პერუ, რუმინეთი – ორ-ორი, თითო მოქალაქე დაიღუპა ავსტრალიიდან, აზერბაიჯანიდან, კამბოჯიდან, ირლანდიიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, შვეიცარიიდან, კოლუმბიიდან და პარაგვაიდან.
გატაცებულ მძევლებს შორის იმყოფებიან გერმანიისა და მექსიკის მოქალაქეები. დაკარგულად მიიჩნევიან იტალიის, პარაგვაის, შრი-ლანკის ტანზანიის მოქალაქეები.