მედიის ცნობით, ისრაელის ძალებმა რამდენიმე ტერორისტი მოკლეს, რომლებიც ისრაელში ლიბანიდან შეღწევას ცდილობდნენ

ისრაელის ძალებმა რამდენიმე ტერორისტი მოკლეს, რომლებიც ისრაელში ლიბანიდან შეღწევას ცდილობდნენ, – შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ცნობებით, მოკლულია სამი ან ოთხი პირი.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ ლიბანში ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ დრონებით დარტყმები განახორციელეს მას შემდეგ, რაც გამოვლინდა, რომ ისინი საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.

ბოლო დღეებში ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ისრაელის ძალებსა და „ჰეზბოლას“, ასევე მის სხვა მოკავშირე დაჯგუფებებს შორის, ცეცხლის გახსნის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშითურქეთი მიუღებელს უწოდებს ისრაელის არმიის მოთხოვნას, რომ ღაზის მოსახლეობამ საცხოვრებელი უნდა დატოვოს და სამხრეთში გადაადგილდეს
შემდეგი სტატია„პოლიტიკო“ – ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანი უახლოეს კვირებში სომხეთში შეიჭრას