მედიის ცნობით, ღაზის ერთადერთმა ელექტროსადგურმა საწვავის ამოწურვის შემდეგ მუშაობა შეწყვიტა

ღაზის ერთადერთმა ელექტროსადგურმა საწვავის ამოწურვის შემდეგ მუშაობა შეწყვიტა, – ამის შესახებ „სიენენს“ ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, გალალ ისმაილმა განუცხადა.

„ღაზა ამჟამად ელექტროენერგიის გარეშეა“, – განაცხადა ისმაილმა.

ისმაილმა აღნიშნა, რომ ღაზის მოსახლეობას შეუძლია ელექტროენერგიის გენერატორების გამოყენება, მაგრამ საზღვრის ბლოკადის გამო გენერატორების მუშაობისთვის საჭირო საწვავის მარაგი ამოწურულია.

banner
წინა სტატიაშიროგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ თავის სტუმარს არ ახვედრებს სხვა ოპოზიციურ პარტიებს – საჯაროდ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჰერმან საბოს უნდოდა თავის ისტორიული სამშობლოს პრეზიდენტთან შეხვედრა – ხვიჩია
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა