მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა, შესაძლოა, შემოდგომით თანამდებობა დატოვოს, – ამის შესახებ გამოცემა „თაიმსი“ წერს.

გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გუნდის ცვლილებისთვის ემზადება.

გამოცემა ერთ-ერთი მიზეზად ასახელებს იმას, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვერ დაარწმუნა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სხვა ლიდერები, ნატო-ს შემდეგი გენერალური მდივანი უოლესი გამხდარიყო.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ უოლესი პოლიტიკიდან მთლიანად წასვლას განიხილავს.

„ეს ცვლილება მომავალს ეხება და სუნაკი არჩევნებამდე საზოგადოებას ახალ გუნდს წარუდგენს. ბენი ალბათ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ამიტომ მისი პენსიაზე წასვლის დროა“, – განუცხადა გამოცემას მთავრობის წყარომ.

ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე უოლესმა მოუწოდა უკრაინას, მეტი მადლიერება გამოეხატა პარტნიორებისთვის მათი სამხედრო მხარდაჭერისთვის, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად დაეყენებინა მოთხოვნები ახალი ტიპის იარაღის მიწოდებისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ყოველთვის მადლიერია დიდი ბრიტანეთის მიერ გაწეული დახმარების.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენშტაბი – რუსულმა ჯარმა 50 საავიაციო დარტყმა განახორციელა, თავდაცვის ძალებმა 16 „შაჰედი“ ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიაშოლცი – გერმანია უკრაინას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 17 მილიარდი ევროს ღირებულების შეიარაღებას მიაწვდის