მედიის ცნობით, ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამჯერად ე.წ. შავ სიაში 35 რუსული ორგანიზაცია და ათი პირი ფიგურირებს. მათ შორის არიან მინისტრები და მაღალჩინოსნებიც. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, სასანქციო სიაში მოხვდნენ რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი და ვიცე-პრემიერი დმიტრი ჩერნიშენკო. ასევე, კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ მოწინავე ტექნოლოგიებს, სამხედრო ვერტმფრენებს, აღჭურვილობას აწვდიან შეიარაღებულ ძალებს, ოპერირებენ ბირთვულ ენერგეტიკაში და არქტიკული რესურსების მოპოვებას ახორციელებენ.

banner
წინა სტატიაშინაგავი ზღვის ნაპირზე, ტრაფარეტები: “ბანაობა აკრძალულია”; “ნუ დალევთ წყალს ონკანიდან” – რა ელით ტურისტებს ოკუპირებულ აფხაზეთში
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – დადასტურდა, რასაც ვსაუბრობდით, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მთელი კამპანია იყო ორკესტრირებული და დაფინანსებული