მედიის ცნობით, აშშ-თან მინერალური რესურსების მოპოვების შესახებ შეთანხმება უკრაინამ, შესაძლოა, ამ კვირაში დაამტკიცოს

აშშ-თან მინერალური რესურსების მოპოვების შესახებ შეთანხმება უკრაინამ სამთავრობო დონეზე, შესაძლოა, ამ კვირაში დაამტკიცოს და ხელი უახლოეს მომავალში მოაწეროს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ და „ფრანს პრესი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი შეთანხმების ხელმოწერის რეკომენდაციას 26 თებერვალს გასცემს.

„ფრანს პრესის“ წყარო კი აცხადებს, რომ შეთანხმება, შესაძლოა, კვირის ბოლომდე გაფორმდეს.

„ამჟამად მაღალჩინოსნები დეტალებზე მუშაობენ. ახლა განვიხილავთ ვაშინგტონში 28 თებერვალს ვიზიტის შესაძლებლობას შეთანხმების ხელმოწერის მიზნით“, – განუცხადა წყარომ „ფრანს პრესს“.

ცნობისთვის, „ფაინენშელ თაიმსი“ უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ და აშშ-მა მინერალური რესურსების მოპოვების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზების დეპარტამენტი – რიკოთის საავტომობილო მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა, დაზიანდა ოთხი ავტომანქანა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
შემდეგი სტატიამაკრონი: ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ უკრაინაში მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად