18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

“მედიცინა არ არის მორალური პოლიცია, ქალის სხეული მხოლოდ მას ეკუთვნის!” — ეკა კვირკველია

„ქალის სხეული არ არის სახელმწიფოს დემოგრაფიული რესურსი, არც ეკლესიის საკუთრება და არც საზოგადოების კოლექტიური პროექტი“, — აცხადებს რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია და განმარტავს, თუ რა არის მედიცინის ნამდვილი მიზანი.

ექიმი ხაზს უსვამს, რომ აკრძალვები და სირცხვილის გაღვივება შობადობას ვერ გაზრდის და აბორტების პრევენციისთვის სრულიად სხვა გზებია საჭირო.

„როგორც ექიმი, მე ვერ ვხედავ ქალის სხეულს როგორც იდეოლოგიურ ტერიტორიას, რომელსაც საზოგადოება უნდა აკონტროლებდეს. მედიცინის მიზანი არ არის დასჯა, სირცხვილის გაღვივება ან ადამიანის ცხოვრების მორალური პოლიცია. მედიცინის მიზანია უსაფრთხოება, ინფორმირებული არჩევანი, პრევენცია და ადამიანის ღირსების დაცვა. მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ყველაზე ეფექტური გზა აბორტების შემცირებისთვის არის არა შეზღუდვა ან სტიგმა, არამედ: ხარისხიანი სექსუალური განათლება, კონტრაცეფციის რეალური ხელმისაწვდომობა და სოციალური მხარდაჭერა. ქალის სხეული ეკუთვნის თავად ქალს!“, — წერს ეკა კვირკველია.

banner
წინა სტატიაშიჩაერთეთ საქართველოს ბანკის განვადების აქციაში და გაინახევრეთ განვადების თანხა
შემდეგი სტატიაუკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა