“მედიაზე რა შენიშვნებიც არის, სამართლიანია”- ლევან ბერძენიშვილი ტორბიონ იაგლანდის ანგარიშზე

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიონ იაგლანდის ანგარიშს ქართველი დეპუტატები გამოეხმაურნენ. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 2015 წლის მოხსენებაში რუსთავი 2 მოხვდა.

„ბატონი იაგლანდი არის პირუთვნელი, მიუკერძოებელი, ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობილი, ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტი, ამიტომ, რასაც ის იტყვის ყველა კონკრეტულ შემთხვევას ძალიან ყურადღებით შევისწავლით. იდენტობის შემთხვევები ვიცი, რა და როგორ იგულისხმება, რა თქმა უნა, აქ გვაქვს სამუშაო. მედიაზე რა შენიშვნებიც არის სამართლიანი შენიშვნებია და ვიცით რა და როგორ გვაქვს სამუშაო. მადლობა ღმერთს, რომ იქ ისე წერია, რომ გვაძლევს შანსს, რომ რაღაც გამოვასწოროთ, არ არის განაჩენი გამოტანილი,“- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ დემოკრატიული ქვეყნისთვის თავისუფალი მედიის არსებობა აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია.

“დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მედიის თავისუფლება, რუსთავი 2-ის საქმე ფორსირებულ რეჟიმში სააპელაციო სასამართლოში იხილება,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ტორბიონ იაგლანდის ანგარიშში აღნიშნულია, რომ “ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანიასთან მიმართებაში გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც უნდა შეიცვალოს კომპანიის მმართველობა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა ავაკოვს მატყუარა და იაცენიუკის ნარჩენი უწოდა
შემდეგი სტატიასაქართველოში თურქეთის ელჩი: თურქეთსა და საქართველოს შორის რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა არ მომხდარა