“მედიასთან წვდომა ყველა პარტიას ქონდეს, რუსთავი 2 ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი მედიასაშუალებაა”

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი „რუსთავი2“-ისა და წინასარჩევნოდ მედიის მდგომარეობის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ელჩის თქმით მედიასთან წვდომა ყველა პარტიას უნდა ქონდეს, რუსთავი2 კი ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი მედიასაშუალებაა, მისი მენეჯმენტის შეცვლა კი წინასაარჩევნო გარმეოს დააზარალებს:

„მინდა ხაზი გავუსვა და გავიმეორო, რომ მნიშვნელოვანია მედიასთან წვდომა ყველა პარტიას ქონდეს. რა თქმა უნდა რუსთავი ორი ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი მედიასაშუალებაა და არ გვინდა რაიმე სახის ზიანი მიადგეს წინასაარჩევნო გარემოს. წამყვანი მედიასაშუალების მფლობელების და მენეჯმენტის შეცვლა წინასაარჩევნო გარემოს დააზარელებს“- განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიგორის საკრებულოს სამმა დეპუტატმა თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების განცხადება უკან გაითხოვა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა ყირიმს ერთი წლით გაუგრძელა სანქციები