მედიასთან შეხვედრაზე მისულ პრემიერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეძახილებით დახვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მისულ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ტექნოლოგიურ პარკთან სხვადასხვა შეძახილებით დახვდნენ.

პრემიერ-მინისტრი ტექნოლოგიურ პარკში სათადარიგო შესასვლელიდან შევიდა, რამაც აქციის მონაწილეების პროტესტი გამოიწვია. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრობის ასი დღე შეახსენეს და განაცხადეს, რომ ამ დროის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა დასუსტდა და ამ კუთხით სასიკეთო ძვრა არ მომხდარა.
შეხვედრის დაწყების შემდეგ რამდენიმე წუთში აქციის მონაწილეებმა ტექნოლოგიური პარკის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: დაპირებების 100%-ით შესრულება ბუნებაში არ ხდება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მინისტრებს არ უნდა ქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი