მედიაში სავარაუდო ტერორისტის ფოტო ვრცელდება

სანკტ-პეტერბურგის მეტროს აფეთქება: მედიაში სავარაუდო ტერორისტის ფოტო ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ  დღეს სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე Сенная площадь აფეთქება მოხდა. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის დაზუსტებული მონაცემებით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად დაიღუპა 9 და დაშავდა 20 ადამიანი.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულია 10 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 50-ს აღწევს.

აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროს სადგურებს Сенная площадь-სა და Технологический институт-ს შორის მოხდა. რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა

 

banner
წინა სტატიაშიღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების გამო
შემდეგი სტატიასამგორის გამგეობამ ეკლესიაში მოსანათლი კუთხის მოსაწყობად 20 572 ლარი გამოყო