მედიას დღესაც ევალება გადაამოწმოს კლიპი თავსებადია თუ არა კანონთან, იქნებ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება უნდა? – კობახიძე კრიტიკას პასუხობს

region
ავტ.: region აგვისტო 6, 2019 14:04

მედიას დღესაც ევალება გადაამოწმოს კლიპი თავსებადია თუ არა კანონთან, იქნებ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება უნდა? – კობახიძე კრიტიკას პასუხობს

მედიას დღესაც ევალება გადაამოწმოს, პარტიის მიერ მომზადებული კლიპი თავსებადია თუ არა კანონთან – იქნებ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება უნდა? – ეს განცხადება, საქართველო პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი იმ ცვლილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო პროგრამა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოწოდება/განცხადება/ქმედება, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ განცხადებებს. ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, მედიასაშუალებებს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა სარეკლამო რგოლი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხომ არ არის სიძულვილის ენა გამოყენებული.

სამოქალაქო სექტორი ცენზურაზე საუბრობს, სამუშაო ჯგუფის წევრი, ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ ახალი ცვლილებებით გამოხატვის თავისულებას არც მედიის და არც პოლიტიკური პარტიების ნაწილში საფრთხე არ ემუქრება.

region
ავტ.: region აგვისტო 6, 2019 14:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,829
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics