„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რას ემსახურება ახალი რეგულაცია, რომლითაც პარლამენტის შენობაში შესვლის მსურველებზე საშვის დაშვებისას მიზნობრიობის მითითება სავალდებულო იქნება.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, მედიას არავითარი შეზღუდვა არ უწესდება პარლამენტის შენობაში, არამედ მედიაკულტურა წესრიგდება პარლამენტის შენობაში.
„რეალურად არაფერი რთულდება, გარკვეული საკითხები ზუსტდება, ეს არის და ეს. გახსოვთ რამხელა აჟიოტაჟი იყო იგივე მედიასთან დაკავშირებით. სინამდვილეში, არსებითად არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ცოტა გაუმჯობესდა ქმედების კულტურა, რაც უკავშირდება მოვლენების გაშუქებას საქართველოს პარლამენტში. იგივე ეხება ახალ ბრძანებას, რომელიც გამოიცა. ხედავთ, რომ მედიას არავითარი შეზღუდვა არ უწესდება პარლამენტის შენობაში. ხდება მედიაკულტურის სხვანაირად მოწესრიგება პარლამენტის შენობაში. იგივე ეხება ახალ ბრძანებას, რომელიც გამოიცა. პარლამენტი როგორც მუშაობს ნებისმიერ ქვეყანაში და რა წესებიც მოქმედებს საპარლამენტო შენობაში, ის წესები უნდა მოქმედებდეს საქართველოშიც“,-განაცხადა კობახიძემ.