მედიამ ავღანეთის სიტუაციაზე ნატოს საიდუმლო დოკუმენტი გაასაჯაროვა

მედიამ ავღანეთის სიტუაციაზე ნატოს საიდუმლო დოკუმენტი გაასაჯაროვა

მედიამ ავღანეთის სიტუაციაზე ნატოს საიდუმლო დოკუმენტი გაასაჯაროვაავღანეთში უსაფრთხოების კუთხით 2016 წელს გაუარესებაა მოსალოდნელი, რომლის მიზეზი ქვეყნის უნიათო არმიაა – ამის შესახებ “შპიგელის” ცნობით, საუბარია ნატოს საიდუმლო მოხსენებაში.
დოკუმენტში, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ავღანეთის არმია, მიუხედავად მრავალმილიონიანი დაფინანსების, უუნაროა საკუთარი ფუნციები შეასრულოს. კერძოდ, კი, 101 სახმელეთო ბრიგადიდან ერთი სრულიად უფუნქციოა, 38-ს კი “უამრავი პრობლემები ” აქვს. ათობით ბატალიონი, სადაც 600-მდე სამხედრო მოსამსახურეა, დოკუმენტში მოხსენებულია, როგორც “უნიათო”.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სამხრეთ ავღანეთში, სადაც თალიბები მოქმედებენ. კერძოდ, კი 205-ე კორპუსის 17 ბატალიონიდან საომრად მზად არის მხოლოდ 12.
საიდუმლო მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ავღანეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი 2015 წელს 42%-ით იყო გაზრდილი, ანუ, 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 22 სამხედრო მოსამსახურე კვდება. საერთო ჯამში, გასულ წელს დაიღუპა 8 ათას ჯარისკაცზე მეტი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა რუსები ტარაკნებს შეადარა
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა