მედიამ აშშ-ს ატომური პოლიტიკის სიახლეებზე ისაუბრა

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქვეყნის ატომურ პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებების შეტანას აპირებს – The Washington Post-ი თეთრი სახლის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, სხვა სიახლეებთან ერთად, ერთ-ერთი ის იქნება, რომ აშშ არ აპირებს პირველმა თვითონ გამოიყენოს ატომური იარაღი, გარდა ამისა, ობამას ადმინისტრაცია გაეროს უშიშროების საბჭოში ინიციატივის წარდგენას აპირებს, რომელიც ატომური იარაღის გამოცდების აკრძალვებს ეხება.
გარდა ამისა, იგეგმება, რომ რუსეთს СНВ-III-ის ხელშეკრულების პირობების ხუთი წლით გაგრძელება შესთავაზონ, ამდაგვარად, ობამა იმედოვნებს, რომ თავიდან აიცილებს სცენარს, რომლის მიხედვითაც მომავალი საპრეზიდენტო ადმინისტრაცია ხელშეკრულების გაგრძელებაზე არ იზრუნებს.
ზოგადად, ობამას ადმინისტრაცია ატომური შეიარაღების მოდერნიზაციაში ხარჯების საგრძნობლად შეცვლას გეგმავს. ექსპერტების გათვლით, მასზე მომავალი 10 წლის მანძილზე 350 მილიონი უნდა დაიხარჯოს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ბაბუა გახდა
შემდეგი სტატიახაჯიმბას მიმართვა აფხაზ ხალხს