მედიაგარემო საქართველოში – ფილიპ რიკერისა და არასამთავრობოების შეხვედრა

მედიაგარემო, გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტების უფლებები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ქვეყანაში არის ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი. რა თქმა უნდა, კითხვები იყო, თუ რა მდგომარეობა არის, რა გამოწვევები, პრობლემებია და რა გამოსავალი შეიძლება, იყოს, – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგერნელმა მამუკა ანდღულაძემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელთან ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ანდღულაძე აცხადებს, მისი კოლეგები მედიაგარემოსთან დაკავშირებით წლებია, საუბრობენ.

„მედიაგარემოში ჟურნალისტები, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგნელები დღესდღეობით ხშირად არიან ძალადობის ობიექტები, ის აგრესიული რიტორიკა, რომელიც მოდის, დეზინფორმაციული კამპანია, პოლიტკურად მოტივირებული ქეისები, მნიშვნელოვანია, შეწყდეს. ხელისუფლებას ჰქონდეს, მაგალითად, ძალადობასთან დაკავშირებით, შესაბამისი რეაგირება, შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა. ჯგუფები, რომლებიც ეწევიან დეზინფორმაციულ საქმიამობას, არ იყვნენ მხარდაჭერილი. ეს არის მცირედი ჩამონათვალი პრობლემებისა და იმ შესაძლო გადაწყვეტისა, მაგრამ ყველაფერი, რაზეც საუბარია მედიაგარემოზე, ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენი კოლეგები და ასე შემდე წლებია, საუბრობენ ამ საქმეებზე. შეხვედრის დროისა და ლიმიტის გამო, რა თქმა უნდა, ყველა ფაქტის დასახელება ან ყველა კაზუსის დეტალურად განხილვა ვერ მოხდებოდა“, – განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიააბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს