მედიაციაში ჩართულ ყველა მხარეს ​მოვუწოდებთ, ხელი მოაწერონ წარდგენილ დოკუმენტს – NGO-ები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ საბოლოო დოკუმენტს არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. ისინი მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა აქტორს, დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებენ.

“მისასალმებელია, რომ მედიაციაში ჩართულმა ცალკეულმა პარტიებმა დოკუმენტის ხელმოწერის მზაობა გამოხატეს, თუმცა სამწუხაროდ, ნაწილის ნება არ არის მკაფიოდ გამოხატული.

საქართველოს წინაშე არსებული საგარეო საფრთხეები, მძიმე ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები ყველა პოლიტიკურ პარტიისგან მოითხოვს ისეთ კომპრომისს, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში, რაც დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღების წინაპირობაა.

დასავლელი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა და წარმოდგენილი კომპრომისული წინადადება შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულების რეალური გზაა. მოვუწოდებთ მედიაციის პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ აქტორს გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მომავლისთვისთვის შექმნილი საფრთხე. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ საერთო საზოგადოებრივი ინტერესებით, ხელი მოაწერონ წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი იმპლემენტაცია მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”,-ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ მზად არის ხელი მოაწეროს ახალ შეთანხებას, თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 43%-მდე გაზრდის მაჩვენებლით
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე: ერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით აქციებზე, არავის გამოსვლია არასოდეს და არც გამოუვა