მედია – უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსების საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი საცავი გაანადგურეს

უკრაინელმა დამცველებმა წუხელ ლუგანსკის ოლქში, კადიევკაში რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საბრძოლო მასალა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ფეთქდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საწყობი იყო ერთ-ერთი მთავარი იყო ჭურვების მომარაგებისთვის პოპასნაია – სევეროდონეცკი – ლისიჩანსკი – ბახმუტის მიმართულებით.

რუსების დანაკარგების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიშავ ზღვაში რუსეთის 5 სარაკეტო ხომალდი და წყალქვეშა ნავია მობილიზებული
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონის ინფორმაციით, შოტლანდია და უელსი უკრაინას 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევენ