9.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

მედია- უკრაინამ Patriot-ის რაკეტების მარაგი ამოწურა

უკრაინამ Patriot-ის რაკეტების მარაგი ამოწურა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის წყაროს თქმით, “ბოლო დარტყმის დროს თითქმის ყველა ბალისტიკური რაკეტა ვერ ჩამოაგდეს გამანადგურებელი რაკეტების უკმარისობის გამო”.

მედიის თანახმად, ბოლო თავდასხმის დროს რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით სამი ელექტროსადგური დაბომბა კიევში და ხარკოვში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უმიზნებდნენ. ამ დღეს კიევში 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა.

ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არაერთხელ აფრთხილებდა პარტნიორებს, რომ უკრაინას Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტები უმთავრდება.

banner
წინა სტატიაშივარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი იყო
შემდეგი სტატიაისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო