14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

მედია: ტულსი გაბარდი თეთრმა სახლმა აიძულა, თანამდებობიდან გადამდგარიყო

„როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ტულსი გაბარდი თეთრმა სახლმა აიძულა, თანამდებობიდან გადამდგარიყო.

„როიტერის“ თანახმად, წარსულში აშშ-ის პრეზიდენტმა მიანიშნა ირანის საკითხთან დაკავშირებით ტულსი გაბარდთან უთანხმოებაზე, როდესაც მარტში განაცხადა, რომ ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორი ირანის ბირთვული ამბიციების შეზღუდვის საკითხში მასთან შედარებით „რბილი“ იყო.

როგორც „როიტერი“ წერს, გადადგომის წერილში ტულსი გაბარდმა აღნიშნა, რომ „ღრმად მადლიერია ტრამპის მის მიმართ გამოვლენილი ნდობისა და ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის ხელმძღვანელობის შესაძლებლობისთვის“.

ცნობისთვის, ტულსი გაბარდი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის თანამდებობას ტოვებს. გაბარდმა თანამდებობიდან წასვლის მიზეზად მეუღლის სიმსვნის დიაგნოზი დაასახელა.

banner
წინა სტატიაშიკატარის მომლაპარაკებლების ჯგუფი ირანში იმყოფება
შემდეგი სტატიადიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ