ტრამპი ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის გადაწყვეტილებასთან ახლოსაა,– ინფორმაციას Axios–ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული სამხედრო ოპერაცია უფრო ახლოს იქნება ფართომასშტაბიან ომთან, ვიდრე ვენესუელაში სწრაფი და “წერტილოვანი” ოპერაცია იყო.
მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს ისრაელთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ოპერაცია იქნება, მაგრამ უფრო მასშტაბიანი, ვიდრე “12-დღიანი ომი” 2025 წლის ივნისში, როდესაც აშშ-მა დარტყმები განახორციელა ირანის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტებზე.
გამოცემის ზოგიერთი წყარო ასევე ამბობს, რომ ოპერაციის მოსამზადებლად კიდევ ბევრი დროა საჭირო. თუმცა, Axios-ის ერთ-ერთი წყარო ამბობს იმასაც, რომ ტრამპს “მოთმინება უკვე ეწურება” და არსებობს ალბათობა, რომ ოპერაცია უახლოეს კვირებში დაიწყება

















