10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

მედია: თეირანში, რამდენიმე სამხედრო ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, ირანელი სამხედროები დაიღუპნენ

ირანული მედიის ცნობით, თეირანში, რამდენიმე სამხედრო ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა თავდასხმა, რის შედეგადაც ირანელი სამხედროები დაიღუპნენ.

როგორც მედია წერს, დრონებით თეირანის რამდენიმე უბანს დაარტყეს. ირანულმა საინფორმაციო სააგენტომ თავდასხმა ისრაელის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტად შეაფასა.

როგორც „სიენენი“ წერს, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და კონკრეტული ადგილმდებარეობები ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – უცხოეთიდან დაფინანსებული უცხო ძალების გავლენის გამტარებლები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუას ნუ ასწავლიან
შემდეგი სტატიარასა იუკნევიჩიენე – ქართველი ხალხი ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს განიცდის უახლეს ისტორიაში