მედია – „თალიბანი“ ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ მოქალაქეებს დაბრკოლებებს უქმნის

თალიბანი“ ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ მოქალაქეებს დაბრკოლებებს უქმნის, – ინფორმაციას მედია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ქაბულის აეროპორტს ამ დროისთვის 4 500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი აკონტროლებს, თუმცა მისკენ მიმავალი ყველა გზა თალიბების კონტროლის ქვეშაა.

ამასთან, ქვეყნების ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას განაგრძობენ. მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე შეერთებულმა შტატებმა 5 200 ადამიანის გაყვანა მოახერხა, 1 200 მოქალაქე გაიყვანა გაერთიანებულმა სამეფომ, 500 – გერმანიამ, 209 – საფრანგეთმა, 500 – ესპანეთმა, 522- თურქეთმა. მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა ასევე დანიამ, ნიდერლანდებმა, ჩეხეთმა იაპონიამ, ინდოეთმა და სხვ.

banner
წინა სტატიაშითელავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გელა ალექსიძე „ოცნებას“ ტოვებს და გახარიას პარტიას უერთდება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა