ელისო კილაძე:”სატელევიზიო მედია გადანაწილების უკან დგას შუშის სასახლის მთავარი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი”

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ტელეკომპანია „მესტროში“ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ჟურნალისტის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ტეოლეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთმა მოწილემ კოტე გოგელიამ უარი განაცხადა წილის გაყიდვაზე, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა „მაესტრო“ გაჩეჩილაძის მეშვეობით მიეღო. კილაძის ინფორმაციით, ბოლო მოლაპარაკებებში, რომელიც გიორგი გაჩეჩილაძესა და იმ მოწილეებს შორის მიმდინარეობდა, რომელთაც ტელეკომპანიაში საკუთარი წილი გაყიდეს ჩართული იყო ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი.

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

„მე ვფიქრობ , რომ აქ არც პატარკაციშვილების ოჯახია, არც გიორგი გაჩეჩილაძე და არც ვინმე სხვა, აქ არის ბიძინა ივანიშვილი. ის არ ჩანს და არც უნდა რომ გამოჩნდეს ამ სატელევიზიო მედია გადანაწილებაში, მაგრამ რეალურად როგორც ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვის, ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიას გამოშვების უკან და ასევე სხვა დანარჩენი ცვლილებების უკან დგას სწორედ შუშის სასახლის მთავარი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი. სოზარ სუბარი მაშინ ცდილობდა , რომ მოლაპარაკებები ეწარმოებინა „მაესტროს“ გაყიდვასთან დაკავშირებით, ის ნამდვილად იყო კოტე გოგელიასთან , მაგრამ მას შემდეგ , რაც კოტე გოგელიამ უარი განაცხადა ამ გარიგებაზე , წავიდნენ ამ გარიგებაზე, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს მისცეს ფული და მან გამოისყიდა დანარჩენი მოწილეების წილები. ეს არც პირველი გარიგებაა „მაესტროში“ და არც უკანასკნელი არ იქნება.

მაესტროს დამფუძნებლები მუდმივად ვაჭრობდნენ საკუთარი წილით და „მაესტრო“ მუდმივად იყო პოლიტიკური სპეკულაციების და გარიგების თემა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ბოლო გარიგებაში აქტიურად იყო ჩართული ექსპრემიერის საყვარელი დედიაშვილი უჩა მამაცაშვილი , ამიტომ მე ამ გარიგებაში არცერთ პერსონას გარდა ბიძინა ივანიშვილისა არ ვხედავ და ფორმალურად ეს ფული ივანიშვილის ანგარიშიდან გადაირიცხა გიორგი გაჩეჩილაძის ანგარიშზე თუ ირაკლი რუხაძემ მისცა მას სესხად, ეს არის მეორეხარისხოვანი. იმიტომ, რომ ირაკლი რუხაძე ივანიშვილის კარზე მიღებული პირია , ის იყო პირი , რომელმაც პატარკაციშვილების ოჯახი ჯერ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაურიგა და 2008 წლის პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა და ეს არის პირი , რომელიც დაახლოებულია ივანიშვილის კართან. „იმედი“ და „მაესტრო“ ეს არ არის მხოლოდ ერთი სატელევიზიო ინტერესი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი არის ირაკლი რუხაძის დედა და ირაკლი ტიპოლსკის ახლო მეგობარი. ასე , რომ ეს არის მხოლოდ ერთი კაცი პოლიტიკური ინტერესი 2016 წლის არჩვენების წინ და ძალიან ვიწროვდება ის მედია სივრცე , სადაც ივანიშვილის იგავლენები ჯერჯერობით არ არის. მე ვფიქრობ ახლა დადგა ბეჭდური მედიის დრო, ონლაინ გამოცემების დრო და ალბათ 2016 წლის მარტის ბოლოს ალბათ საბოლოო კონფიგურაცია ჩამოყალიბდება , რას ფლობს ივანიშვილი და ვინ დარჩა ვინც ივანიშვილმა ვერ იყიდა,“-განაცხადა ელისო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კოჟორიძე – პრეზიდენტი მხარს უჭერს სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას
შემდეგი სტატიარუსეთი საქართველოს საქმეებში ჩარევის ახალ გეგმას აწყობს – აზერბაიჯანი სატყუარა გახდა