საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედი” ავრცელებს.
„თვითმხილველების თქმით, მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტო: ნიუსჰაბი
















