მედია – სამხრეთ კორეის საგარეო უწყება რუსეთის ელჩს დაიბარებს

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვის მიზნით, რუსეთის ელჩის დაბარებას გეგმავს, – ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩს დღეს დაიბარებს, რათა მას გადასცეს სეულის პოზიცია ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ, რომელსაც მოსკოვმა და ფხენიანმა ორი დღის წინ მოაწერეს ხელი.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – სალომე ზურაბიშვილი „ვეტოვუმენად“ არის წოდებული
შემდეგი სტატიაუკრაინას რუსეთის თავდასხმის საპასუხოდ ამერიკული იაღარის გამოყენება საზღვრის ნებისმიერ მონაკვეთზე შეუძლია – პენტაგონის პრესსპიკერი