მედია – რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს წინააღმდეგ სარაკეტო შეტევა განახორციელეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია Telegram-ში იუწყება.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

„წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ორი სახლი. დარტყმა რუსული ავიაციის მიერ განხორციელდა, გამოყენებული იქნა X-55 ტიპის „ჰაერი-მიწა კლასის რაკეტები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დეტალები ზუსტდება და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიივერთუბანში, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე პარკი მოეწყობა
შემდეგი სტატიაკობახიძე – დაგეგმილი იყო სცენარი: სააკაშვილს საქართველოში ჯერ უნდა აეჭრა სიტუაცია, გახარიასა და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსულიყო, შემდეგ კი ქვეყანა ომში ჩართულიყო – „ომის პარტიას“ ეს გეგმა ჩვენ ჩავუშალეთ