მედია რუსული ავიაციის სირიიდან გამოსვლის დეტალებზე საუბრობს

მედია რუსული ავიაციის სირიიდან გამოსვლის დეტალებზე საუბრობს

სირიაში, ხმეიმიმას რუსულ ავია-ბაზაში, ავია-ბომბდამშენები – სუ-24, ავია-გამანადგურებლები და ვეტმფრენები ისევ რჩება – ამის შესახებ რუსული “ვედომოსტი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, ხმაიმიმადან გაიყვანეს მხოლოდ სუ-34-ი და თავდამსხმელ Су-25СМ-ი. ავიაბაზაში დარჩება სუ-24, Су-30СМ და Су-35С. ასევე, სამომავლოდ სირიაში გამოყენებული იქნება Ми-24 და Ми-35М.
შეგახსენებთ, რომ Су-30СМ და Су-35С მრავალფუნქციური გამანადგურებლებია და მათ შეუძლიათ წერტილოვანი დარტყმები განახორციელონ.

დღეს, დილით, რუსული ავიაბაზიდან, რუსული სუ-24-ები რუსეთში იქნა გაგზავნილი, რომლებიც სირიაში გასული წლის სექტემბრის ბოლოდან იმყოფებიან. გარდა ამისა, დღეს და გუშინ ხმეიმიმას ავიაბაზადან რუსეთში გაიგზავნა რუსული დამრტყმელი სამხედრო ავიაციის რამდენიმე ჯგუფი.

შეგახსენებთ, რომ 14 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა განკარგულება გასცა, სირიიდან რუსული სამხედრო ძალების ძირითადი ნაწილის გამოყვანის შესახებ. პუტინის თქმით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სამხედროებმა, ფაქტობრივად, მათ წინ მდგარი ამოცანები შეასრულეს.

banner
წინა სტატიაშისოსო ცისკარიშვილი: ფარული კადრების გავრცელება ყველაზე მეტად ივანიშვილს აზიანებს
შემდეგი სტატიააშშ-ში სერგეი ესენინის შვილი გარდაიცვალა