რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ იასნიში აფეთქება მოხდა – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სტრატეგიული სარაკეტო დანაყოფის ბაზასთან ახლოს მოხდა. თვითმხილველების მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ადგილზე დაკვამლიანებაა.
ადგილობრივი მოსახლოების ვერსიით, მომხდარი სავარაუდოდ ავარია გახდა, რომელიც რაკეტის გაშვებისას მოხდა. ტელეგრამ არხებზე გავრცელბეული ინფორმაციით, არც ის არის გამორიცხული, რომ მომხდარი Sarmat-ის ტიპის რაკეტის წარუმატებელ გაშვებას უკავშირდებოდეს.
შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
იასნიში მდებარეობს კოსმოდრომი და სარაკეტო ბაზა. ეს 11-იდან ერთ-ერთი პუნქტია, რომლიდანაც რუსეთს სახმელეთო ბაზირების შორი მანძილის რაკეტების გაშვება შეუძლია.

















