29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

მედია: რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთში, სარატოვში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით ქალაქში გამთენიისას აფეთქებების ხმა ისმოდა. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გაავრცელეს ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც ასახულია ხანძარი და ქარხნიდან ამომავალი კვამლის სქელი ღრუბელი. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია იზომერიზაციის ბლოკი.

ადგილობრივ ხელისუფლებას თავდასხმის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ რეგიონში დრონებით თავდასხმის საფრთხე არსებობდა.

სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ნავთობკომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის და ვოლგის რეგიონში ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალებს საწვავით ამარაგებს.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ნებისმიერი შეთანხმების პრიორიტეტებს შორისაა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების შეჩერება
შემდეგი სტატიაპატრიარქი სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგიას სამების ტაძარში აღავლენს