მედია – რუსეთის ქალაქ როსტოვის ცენტრში ჯავშანტრანსპორტიორები გამოჩნდნენ

რუსეთის ქალაქ როსტოვის ცენტრში ჯავშანტრანსპორტიორები გამოჩნდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯავშანტექნიკა სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბბინასთან შენიშნეს, რომელიც ბუდენოვსკის პროსპექტისა და პუშკინსკაიას ქუჩის კვეთაზე მდებარეობს.

პორტალი 161, ხელისუფლების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პოლიციამ „ციხესიმაგრის“ გეგმა გამოაცხადა და პერსონალი სრულ მზადყოფნაშია.

„არსებობს ბრძანება შსს-ს მთელი შემადგენლობის, რუსეთის გვარდიის საბრძოლო მზადყოფნის და დონეცკის და ლუგანსკის საზღვარზე პუნქტების გაძლიერების შესახებ, მაგრამ გართულება არ არის. უბრალოდ, შემადგენლობა გამოიძახეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„ბიბისი“ – რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მოსკოვის განყოფილებაში განგაში გამოცხადდა, მოსკოვი-ვორონეჟი-დონის როსტოვის გზაზე მოწყობილია ბლოკპოსტები
შემდეგი სტატიაზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის ოდესის სამხედრო კომისრის თანამდებობიდან გათავისუფლება დაავალა