მედია რუსეთის ავსტრიელ აგენტზე ახალ დეტალებს აქვეყნებს

9 ნოემბერს დაკავებულ რუსეთის აგენტს, რომელიც ავსტრიის მოქალაქე და სამხედრო პირია, წვდომა არ ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტებთან – ავსტრიულმა Kleine Zeitung-მა გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულმა ოფიცერმა 1974 წელს ვენის სამხედრო აკადემია დაამთავრა, შემდეგ სამხედრო სამსახურში მსახურობდა გოლანის მაღლობებსა და კვიპროსზე გაეროს მისიის ეგიდით. 1990-იან წლებში ავსტრიის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, განყოფილებაში, რომელიც სხვადასხვა გამოგონებებზე მუშაობდა, 2008 წლიდან 2013 წლამდე დაგეგმარების სამმართველოში იყო – “დოიჩე ველე” წერს.

ავსტრიელ პოლკოვნიკს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშირუსეთი აშშ-თან დიალოგისთვის მზადაა
შემდეგი სტატიაძველი გვარდია ფორმაშია – გედევან ფოფხაძე