რუსეთი უკრაინას რაკეტებით უტევს – კიევში აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
კიევში საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
ამასთან, ტკაჩენკოს ცნობით, ღამით რუსების იერიშების შედეგად კიევში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა. ბოლო მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.



















